12-დან 17 მარტის ჩათვლით, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდა ევროპის კლასიკური ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, ღია ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც საქართველო ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. 

ქალთა შორის -57კგ წონით კატეგორიაში 13 მარტს იასპარეზა სოფიკო კვანჭიანმა. მან 22 მონაწილეს შორის დაიკავა მე-6 ადგილი. შედეგით 427.5 კგ და ერთ ერთ მოძრაობაში, წოლჭიმში დაიკავა მეორე ადგილი და  მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

17 მარტს ზე მძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზა თემურ სამხარაძემ, რომელმაც სამჭიდის ჯამში დააგროვა 1063.5 კგ და მეორედ ზედიზედ გახდა ევროპის ჩემპიონი დიდებში. მან ცალკეულ მოძრაობებშიც მოიპოვა მცირე ოქროს მედლები, ასევე ჯამში დაამყარა ევროპის და მსოფლიოს 16 რეკორდი როგორც ახალგაზრდებში, ისე დიდებში.

415 კგ ევროპის რეკორდი ჩაჯდომში დიდებში
415კგ ევროპის რეკორდი ჩაჯდომში ახალგაზრდებში
247.5კგ ევროპის სამჭიდის წოლჭიმის რეკორდი

ახალგაზრდებში

247.5კგ ევროპის რეკორდი  წოლჭიმში  ახალგაზრდებში
390 კგ ევროპის რეკორდი დიდებში ამოწევაში
390 კგ ევროპის რეკორდი ახალგაზრდებში ამოწევაში
401კგ ევროპის რეკორდი დიდებში ამოწევაში
401კგ ევროპის რეკორდი ახალგაზრდებში ამოწევაში
1032.5 კგ  სამჭიდის ევროპის რეკორდი დიდებში
1032.5 კგ სამჭიდის ევროპის რეკორდი ახალგაზრდებში
1,052.5 კგ სამჭიდის ევროპის რეკორდი დიდებში
1,052.5 კგ სამჭიდის მსოფლიო რეკორდი ახალგაზრდებში 
1,052.5 კგ სამჭიდის ევროპის რეკორდი ახალგაზრდებში 
1,063.5 კგ სამჭიდის ევროპის რეკორდი დიდებში
1,063.5 კგ  სამჭიდის მსოფლიო რეკორდი ახალგაზრდებში 
1,063.5 კგ სამჭიდის ევროპის რეკორდი ახალგაზრდებში.