ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.

სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლაში (61კგ) 29 წლის თოფურიამ მეტოქეს როგორც ჭიდაობაში, ასევე კრივში აჯობა. რაუნდების დასაწყისში ქართველი ჭიდაობით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, ხოლო შემდეგ კრივს აქტიურად იყენებდა.

შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ მეორე გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში ექვსი მოგება და ერთი მარცხი ჰქონდა. თებერვალში UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სძლია.

ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ხუთი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო მსუბუქი დივიზიონის (70კგ) მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.