ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ ჰოლოუეის ნოკაუტით სძლია.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

ილია თოფურიას შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ 16 გამარჯვება აქვს.