10:00 საათზე - "საგაზაფხულო ბაზრობა - 2024" გაიმართება.

თემა: ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების გამორჩეული პროდუქტები; საგაზაფხულო თემატიკის საჩუქრები და ნაკეთობები, ქართველი ავტორების ხელნაკეთი სამკაულები და სხვა ნივთები, ასევე ქართველ დიზაინერთა მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები.

მისამართი: თავისუფლების მოედანი 7 (სასტუმრო "პარაგრაფი")

10:30 სთ-ზე - საქართველოს პარლამენტის წინ, ადვოკატები - ლაშა ტყეშელაძე, გვანცა გაზდელია და თეკო მეგენეიშვილი ბრიფინგს გამართავენ.

საკონტაქტო პირი: ლაშა ტყეშელაძე - 557559559

 

14:00 საათზე - კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები "დედაენის ბარში" ე.წ რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრებენ.

 

15:00 საათზე - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ექიმების ჯგუფთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.

თემა: "კი ევროპას, არა "რუსულ კანონს"

საკონტაქტო პირი: სოფო ჯაფარიძე - 577 320 303

 

17:00 საათზე - თბილისის ისტორიულ მუზეუმ "ქარვასლაში" საზოგადოება - "ქართულის" წარდგენა გაიმართება.

საინიციატივო ჯგუფს ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე, იურისტი და ადვოკატი გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს.

მისამართი: თბილისი, სიონის ქუჩა 8, "ქარვასლა"

საკონტაქტო პირი: მარიამ ებანოიძე 551911905