ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე წერს.

"დღეს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერმინისტრს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე, რაც ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს", - წერს შოლე.