09:00 საათზე - პარლამენტში ოპოზიციის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "რუსული კანონი"

C კორპუსი V სართული

09:30 საათზე - პარლამენტში პარტიის “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ბრიფინგს თემაზე: “ოცნების ტყუილების მხილების კანონპროექტები" გამართავს.

 

10:00 საათზე - მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია ტარდება სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში.

მისამართი: "ჰოლიდეი ინნ თბილისი“.

 

10:00 საათზე - პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

11:00 საათზე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავენ, სადაც წარადგენენ mona.ge-ს ახალ სიას.

მისამართი: საქართველოს პარლამენტის წინ

 

11:00 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაბრუნების გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, საჯარო დისკუსიაზე შეკრებილი მედია ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმსჯელებენ.

 

14:00 საათზე - პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი