10:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის შეხვედრა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან იშტვან ნაგისთან

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

10.00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ კვლევას „საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი“ წარადგენს.

საკონტაქტო პირი: ხატია ყურაშვილი - 577 19 05 50

 

11:00 საათზე - საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებთან

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

11:00 საათზე  - "ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადვოკატებთან - მიხეილ რამიშვილი, მია ზოიძე და გიორგი ფანცულაია ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: გახოკიძის ქ.11ა

 

11:30 საათზე - პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე პარტიის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირებს საკანონმდებლო წინადადებას.

თემა: უკრაინაში რუსეთის აგრესიული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჭარბი ემიგრაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დარღვეული შრომითი უფლებების დამცავი მექანიზმების შემუშავება

მის: საქართველოს პარლამენტი (რუსთაველის გამზ.8)

საკონტაქტო ნომერი: 598 002 110

 

12:00 საათზე - პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: აქცია ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის.

მისამართი: მცხეთის ქუჩის 49

საკონტაქტო ნომერი: 599367070


12:00 საათზე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


12:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)


12:00 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)


14:00 საათზე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებთან

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)