10:00 საათზე - სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ში, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პროსტატის კიბოს თანამედროვე მართვა - გლობალური კონსენსუსი“ გაიხსნება.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N64ა.

საკონტაქტო პირი: თამარ უროტაძე - 568 87 83 92

11:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილის გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ნანა სანდერის და დანარჩენების სასამართლო პროცესი გაიმართება.