10:00 საათზე - არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოსთან განცხადებას გააკეთებენ.

თემა: საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოფიციალურად მიენიჭოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და მოხდეს მისი გათავისუფლება; "არა რუსულ კანონს" - პოზიციის დაფიქსირება.

მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის 64ბ.

საკონტაქტო პირი: მანანა ანდღულაძე - 599 02 43 23

10:30 საათზე - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რონდელის ფონდი, საქართველოში ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის საელჩოებთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს პანელურ დისკუსიას ელჩების მონაწილეობით, რომელიც ეძღვნება შვიდი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საიუბილეო მეორე წელიწადს.

 

11:00 საათზე - "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მისამართი: ბათუმი, რუსთაველის გამზირი 40, სასტუმრო ჰილტონი

 

11:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან პარტნიორობით ახორციელებს.

 

11:00 საათზე - ააიპ "საგამოძიებო ბიურო“ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: „სახელმწიფო/მუნიციპალურ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი ხელფასების ბოლო წლებში რეკორდული ზრდა“.

მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 75-3ა

საკონტაქტო პირი: ირაკლი აბესაძე - 577151144

 

13:00 საათზე - ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

საკონტაქტო პირი: მიშა გიგალაძე - 577187787

 

16:30 საათზე - თბილისში ახალი მულტიპროფილური კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება.

მისამართი: ნუცუბიძე, ერმილე ბედიას 33

საკონტაქტო: 599560342; 599757536

 

17:00 საათზე - ზუგდიდში იუსტიციის სახლთან, გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!". განხილვას დაესწრებიან საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, "გამარჯვების კოალიციის" ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მისამართი: ზუგდიდი იუსტიციის სახლი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ირაკლი გაბისონია - 555 602 634

 

19:00 საათზე - ზუგდიდში იუსტიციის სახლიდან მსვლელობა - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, "გამარჯვების" კოალიციის ფარგლებში მსვლელობას შეუერთდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის " თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მისამართი: ზუგდიდი იუსტიციის სახლი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია -599 43 43 08, ირაკლი გაბისონია - 555 602 634