10:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი საყოველთაო შეკრება.
მისამართი: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
10:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი საყოველთაო შეკრება.
მისამართი: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
1715365454
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ენდობიან ნურავის, გადაამოწმონ ფაქტები და თავად გააკეთონ ანალიზი."ნუ დამიჯერებთ მე, ნურც სხვას, დაუჯერეთ მხოლოდ ფაქტებს. ნახეთ, როგორც იმეორებს თბილისის ქუჩებში მიმდინარე აქციების სცენარი უკრაინული მეიდნის სცენარს (მექორწილე წყვილი, ფორტეპიანოზე დაკვრა, ტუჩსაცხიანი გოგონა, ყვავილები სპეცრაზმს და სხვ). ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რა წერია აკერმანის წიგნში, რომელიც სამოქმედო გეგმად გამოიყენება დღეს თბილისის ქუჩებში.რაც შეეხება აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მინდა, იცოდეთ, რომ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ძალადობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი ფულით ფინანსდებიან. ასევეა ხაზარაძის დაფინანსებული ორგანიზაცია “ჯენზი”. სწორედ ამ ორგანიზაციების აქტივისტი ახალგაზრდები წარმოადგენენ აქციების ძირითად ბირთვს. აღარაფერს ვიტყვი იმ რევანშისტ მოძალადე პოლიტიკოსებზე, რომლებიც წლებია, ოცნებობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რათა ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელიმე უცხო ძალამ მართოს საქართველო და დააყენოს ქვეყანა საფრთხის წინაშე."მეგობრებო, დღეს საჭიროა შევიარაღდეთ მხოლოდ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ამ ქვეყნის წინაშე.როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჩემი მხრივ გაძლევთ პირობას, სწორედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტთ ქვეყნის ბედს, მის მომავალს და არა ის ბნელი ძალები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის დათესვას და ამ ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ. არავის მიეცემა შესაძლებლობა რომელიმე უცხო ქვეყნის ძალამ მართოს ჩვენი ქვეყანა და იგივე პროცესები განვითარდეს, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება.კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, კიდევ უფრო დამოუკიდებლები, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ღირსებით. ჩვენი ძლიერი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი იდენტობით გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1715365223
კახა კალაძემ ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად."დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია - "ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია“. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას.ძალადობაა, როცა ზეწოლის, ბულინგის, შეურაცხყოფის გზით სურთ, გაიძულონ, გაიმეორო მათი მესიჯები. ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ.ძალადობას მივყავართ საშინელ შედეგებამდე, რასაც ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, არავის უნდა დავუხროთ თავს, რადგან ჩვენ ხელშია სიმართლე. არ არსებობს ქვეყნად სიმართლეზე დიდი იარაღი“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განცხადებით, "კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი."ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს პირველ რიგში რუსეთის, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება.ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია - არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ ეს კითხვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1715353791
მისი თქმით, ყველას და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია საპროტესტო აქციებზე გასვლა."ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს პროცესი - საქართველოს მომავლისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა - მიჰყავთ აქტივისტებს, სამოქალაქო ჯგუფებს, ახალგაზრდების ჯგუფს, პირველ რიგში. აი, ამ ჯგუფებმა გამოაცხადეს ხვალინდელი დღე დიდი შეკრების დღედ 19:00 საათზე რუსთაველზე და ამიტომ, ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია, ამაში მონაწილეობა მივიღოთ. ვიყოთ მზად განგრძობადი პროცესისთვის, მზად მთელ საზოგადოებასთან ერთად. ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ
1715352940
"საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ, თუმცა შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი", მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან!ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით", - წერს როთი. მაიკლ როთი თბილისს 13-15 მაისს ეწვევა. მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.
1715352632
"კანონი, რომელმაც უდიდეს ვნებათაღელვა გამოიწვია, ჩვენს საზოგადოებაში, პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად სიკეთეს ვერ მოიტანს. ჩემი მოსაზრება არის. ის მხოლოდ და მხოლოდ, გაზრდის პოლარიზაციას, გაზრდის დაპირისპირებას და აქ, იცით რა არის, პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული. კანონის მიღებამდე, რეალურად, უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და მე ვიტყოდი, რაღაც უკვე კატასტროფულ სახეს იღებს ეს პოლარიზაცია. ჩვენ გვაქვს ერთი თემა ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება", - ამბობს საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე. "ჩვენ ახლა ძალიან კრიტიკულ მომენტში ვართ და გერმანიის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა გამოვთქვა აზრი: ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკურ მოვლენებში არ ვერევით. მე ამას ვუყურებ ძალიან პრაგმატული კუთხით: ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ყველა წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებით. 5 თვის წინ, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველა ზეიმობდა. ახლა კი, სამწუხაროა, რომ ასე მცირე პერიოდში ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის სწორი განვითარება, ევროინტეგრაციის გზას არ უნდა ავცდეთ. უნდა გითხრათ, რომ უამრავი შეკითხვა მომდის ჩვენი აქციონერებისგან, უცხოელი პარტნიორებისგან და წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც ამ კანონს მიიღებენ", - ამბობს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი."mtavari.tv"
1715352463
პარტია წერს, რომ მათთან დაკავშირებული კადრები და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი სუსს სწორედ გეთიამ მიაწოდა."ვასაჯაროებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია - ზვიად გეთია. პირველად ჩვენთან Institute For Individual Liberty-ის ბანაკში გამოჩნდა, შემდეგ აქტიურად დადიოდა ოფისში, ესწრებოდა შეხვედრებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს მასზე და ეჭვი გაგვიჩნდა, ვესაუბრეთ და ჩვენგან გაქრა.შემდეგ დაუახლოვდა სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაფრთხილეთ ყველა, ვისთანაც ხმა მიგვიწვდებოდა. ახლაც შემჩნეულია სხვადასხვა ორგანიზაციის საჯარო შეკრებებზე, აქტივისტებს ეხმარება იურისტის ამპლუაში.ჩვენთან დაკავშირებული კადრებისა და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი მისი მიწოდებულია სუსისთვის", - წერს "გირჩი - მეტი თავისუფლება".
1715351120
"რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიის ქვეყნებია, გერმანია ასევე და პოლონეთი, ჩეხეთი თუ არ ვცდები, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის, იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის. იგულისხმება ორშაბათს-სამშაბათს, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა კანონპროექტის და არ არის მაინცდამაინც კარგი დროს იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა სხვა დროს, განხილვების შემდეგ ყოფილიყო.ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, აპირებენ მაინც ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციის დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღოს როგორც წამახალისებელი, რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომ მათ ესეც ვუთხარი, მიიღონ მხედველობაში.მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი მესამე მოსმენით განხილვაა საკითხებისა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
1715350367
"პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელიარ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიანერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია", - წერს ზურა ჯაფარიძე.პარტიის ინფორმაციით, მოსიაშვილი რუსთავიდან კრიმპოლმა თბილისში გადაიყვანა:"გირჩი ტვ–ს თანამშრომელს გიორგი მოსიაშვილს საკუთარი სახლში მიაკითხა თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ და რუსთავიდან თბილისში გადაიყვანა. ზუსტი ადგილი, სად გადაიყვანეს, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ დღეს "ოცნების" პროპაგანდისტულმა არხებმა გამოაქვეყნეს დამონტაჟებული ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი მოსიაშვილის საუბარი არის ფალსიფიცირებული. ამ ვიდეოს ფაბრიკაცია დადასტურდა ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ ყველა პროპაგანდისტულ არხზე შესაბამისი პოსტების ცრუ ინფორმაციად მონიშვნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.