09:00 საათზე - “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართება.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილე ჯულია ვალესე.

საკონტაქტო პირი: სალომე ბენიძე - 577 21 13 00

10:00 საათზე - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

11:00 საათზე - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში.

მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, (მწვანე დარბაზი)

 

11:00 საათზე - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრები კახეთის რეგიონში გაიმართება.

 

11:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

 

11:00 საათზე - “რესპუბლიკა ივენთ ჰოლში” კონფერენცია „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია - თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე“ გაიმართება.

მისამართი: N1 რესპუბლიკის მოედანი

 

11:00 საათზე - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, (C კორპუსი, III სართული).

საკონტაქტო ნომერი: 577 25 55 15

 

11:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. ყარაბაღში განვითარებული მოვლენები".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - თბილისში, დედაენის ბაღში (მშრალი ხიდის მიმდებარედ), ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ჩატარდება შინაური ცხოველების (ძაღლი &კატა), მათ შორის მიკედლებული ცხოველების, ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ.

 

12:00 საათზე - წალენჯიხაში (მერიასთან), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე, წალენჯიხის ვიცე მერთან ვანო ბურდულთან ერთად, პირველკლასელებს უფასო კვების ბარათებს გადასცემს.

საკონტაქტო პირი: ანა წითლიძე - 599 852 460

 

12:00 საათზე - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული - საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის იგორ ნარმანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

თემა: 11 სექტემბერს, კანცელარიასთან დაკავების ეპიზოდო, ირაკლი ღარიბაშვილის ფრენის გაპროტესტების დროს

საკონტაქტო პირი: იგორ ნარმანია - 598 774 977