მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, "შიოლასავით". ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს , - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, "პრემიერის" აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას.

"წყაროები " ქართული ოცნებიდან"  და სუსიდან: რესტორანი თბილისის ცენტრში. 20 აპრილი. გვიანი ღამე. კალაძის საძმო vs ბერას საძმო (ძმები ფეიქრიშვილები). სისხლიანი ჩხუბი. ცხადია, ფეხებზე მკიდია, ვინ ვინ ცემა. ამას იმიტომ ვწერ, რომ სახელმწიფოზე როგორ აისახა და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ, იმაზე მოვყვე.

მოვიდა სუსი. "აკრიფა" ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში. არ ვიცი, რატომ მოცურდნენ ასე, და რატომ გადაწყვიტეს, რომ კალაძე უფრო ტიპია. არ ვიცი, მაგრამ მოცურდნენ.

შედეგი: "პრემიერის" აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას. მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, "შიოლასავით". ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს. "პატარა სოფელი", - წერს ნიკა გვარამია.

მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება, გეკა გელაძე სუსის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, მამუკა მდინარაძე კი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნება.