10:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე და ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ხომერიკი ქვეყანაში დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ, რომელიც საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სექტორში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

მისამართი: ფოთი, ლარნაკას ქუჩა N17, ბენზინგასამართი სადგური "ჯ პეტროლი"

საკონტაქტო პირი: ერეკლე თამაზაშვილი - 579 00 88 37

11:30 საათზე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ს პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სეზონური ვირუსის გახანგრძლივება; ვირუსის სირთულეები; გარდაცვალების შემთხვევა.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599726565

 

11:30 საათზე - პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

თემა: ნარკოტიკების და აზარტული თამაშების პროპაგანდა

მისამართი: საქართველოს პარლამენტი (შოთა რუსთაველის 8)

საკონტაქტო ნომერი: 598002110

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

19:00 საათზე - თბილისის კინოს სახლში საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის, კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო ფილმის პრემიერა „სოხუმი-თბილისი-სიდნეი“ გაიმართება, რომელიც ეძღვნება სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ვიქტორ სანეევს.

მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქ. N 2