ვერაზე, ნაქირავებ ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი საფრანგეთის, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა.

ადგილობრივების თქმით,  ისინი რამდენიმე დღე კონტაქტზე არ გამოდიოდნენ, პოლიცია კი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ეზოში მძაფრი სუნი იგრძნეს.

შსს-ს გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.