09:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით - „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“ გაიხსნება.
მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1, სასტუმრო „რადისონი“
საკონტაქტო ნომერი: 595 22 71 71

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი


12:00 საათზე - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
ადგილი: პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

14:00 საათზე - სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", წიგნის "სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე" პრეზენტაცია გაიმართება. 
მისამართი: ვარდების მოედანი 1, რადისონ ბლუ ივერია
საკონტაქტო პირი: ლაურა პაპასქუა - 595 801587


14:00 საათზე - საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


15:00 საათზე - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)