09:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შინაგანი მედიცინის სიმპოზიუმი გაიმართება.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.33

10.00 საათზე - კომპანია „სფერო ინვესტის“ და გივი წულეისკირის ადვოკატები, ასევე კომპანია "სფერო ინვესტის“ ეკონომისტი რამაზ გერლიანი ბრიფინგს გამართავენ.

მისამართი: წერეთლის გამზ 118. „ექსპო ჯორჯიას“ 1 პავილიონი

 

12:00 საათზე - სასტუმრო „რუმს ჰოტელ ბათუმში" გაიმართება ოფთალმოლოგიური კონფერენცია, რომელიც ბადურის დაავადებების ინოვაციურ მკურნალობას მიეძღვნება. კონფერენციაზე მიწვეული არიან ოფთალმოლოგები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მისამართი: ბათუმი, გოგებაშვილის #10

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი 577 24 40 85

 

13:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი ამომრჩეველს შეხვდება.

მისამართი: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზი

საკონტაქტო ნომერი: 599 500 137

 

21:00 საათზე - კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ნინო კვირიკაშვილი 599361977