თბილისში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში, რომლის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართა და საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მცირემხედველთა შორის, J2 კატეგორიის ფინალში, ქართველმა პარაძიუდოისტებმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი გუნდი 4:2 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევანი გუგავა, და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატში რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის, 312-მა პარაათლეტმა მიიღო მონაწილეობა.