თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.telmico.ge) ახალი ონლაინ სერვისი „თქვენი ქვითარი“ დანერგა, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მარტივად, რეგისტრაციის გარეშე, მხოლოდ აბონენტის ნომრისა  და SMS შეტყობინებაში მიღებული კოდის მითითებით, ნახონ ელექტროენერგიის ქვითარი.

ასევე, სერვისის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ წინა პერიოდების ქვითრების ისტორიას, მათ შორის რამდენიმე თვის ან წლის მონაცემებს.

"თელმიკო“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტზე და სთავაზობს მარტივ და საიმედო სერვისებს. მომავალში კომპანიას დაგეგმილი აქვს ციფრული არხების განვითარება და დამატებითი სერვისების დანერგვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით „თელმიკოს“ კონტაქტცენტრს ნომერზე +995 32 5 000 777 ან მოკლე ნომერზე 16700.