პრორუსული ტელეკომპანია "სეზონი" იხურება, ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომელიც მაყურებლის წინაშე, ბოლო გადაცემით მოსკოვიდან წარდგა.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, არხის დახურვის გადაწყვეტილება ტელევიზიის მფლობელმა გიორგი კანდელაკმა მიიღო, რომელიც ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდის საქმეზე რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

"არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც არ ჩავუღრმავდები მე, მე როგორც რიგითი ჯარისკაცი ვალდებული ვარ დავემორჩილო ამ ბრძანებას", - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.