ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინაში ვიზიტი დააანონსა.
ორშაბათს მე ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ზელენსკის მიმართ - პედრო სანჩესი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინაში ვიზიტი დააანონსა.
ორშაბათს მე ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ზელენსკის მიმართ - პედრო სანჩესი
1792438420
მისივე თქმით, საჭიროა ისეთი ერთობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს."მე ასეთი განცდა მაქვს, რომ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. ივანიშვილის ხედვა ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ერთი ერთში ემთხვევა პუტინის ხედვას და ეს არ არის შემდგარი, წარმატებული, ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ღირსეული ადგილი ევროპელ სახელმწიფოთა შორის. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან დეტალიზებული გეგმა ჰქონდეს კრემლს დადებული ივანიშვილისთვის, როგორ შეაჩეროს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, არამედ რევერსირება - შეტრიალება. ყველას ესმის, რომ სრულიად სხვა ჭრილში გადავა ივანიშვილის რეჟიმი, თუ ტოტალურად აიკრძალება პარტიები.რაც შეეხება ერთობას, თუ ვერ შევძელით გაერთიანება, მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. ამის დასაჯერებლად არავინ ვართ მზად და ასე რომ იყოს, არავინ ვიქნებოდით იმ საქმით დაკავებული, რითაც ვართ, ამიტომ, უნდა გახდეს შესაძლებელი იმიტომ, რომ სხვაგვარად არანაირ პოლიტიკურ აქტივობას, არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას არ აქვს აზრი. მე ძალიან ვნანობ ხოლმე, რომ თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო გაჭრილად არ ვსაუბრობდი ამაზე. დახურულ შეხვედრებზე რამდენჯერ მითქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ თუ ახლა არ გავერთიანდით და არ ვიგუეთ ერთმანეთი, მოგვიწევს, რომ ერთმანეთი საკნებში ვიგუოთ, სამწუხაროდ, ზუსტად ასეა, ამის განჭვრეტა კი ძალიან მარტივი იყო.თუ ჩვენ მართლაც გვჯერა, რომ რუსული ტიპის რეჟიმს ვებრძვით და შეიძლება პირდაპირ რუსეთის საცეცს ვებრძვით, რომელიც რუსულ გეგმას ამოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ შეიძლება ადამიანები მესაუბრებოდნენ სამხედრო ტერმინებით 2024 წელს, როგორ უნდა დავშალოთ ფრონტი და სხვადასხვა ფორმით შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილს - აბსურდია.რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ისტორიაში არის ლიდერების დაბრუნების მაგალითი და შესაძლებელია, მის შემთხვევაშიც ასე მოხდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ის არ არის თავისუფალი, ამ შემთხვევაში მეტი აქცენტი და სწორი ხედვა, ყველასი, მათ შორის მისიც უნდა იყოს ის, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე გვჭირდება ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა იდეის და არა ერთი პირის ირგვლივ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
1792438013
11:00 საათზე - "ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩს შეხვდება.მისამართი: თბილისი, ბრიტანეთის ელჩის რეზიდენცია (კრწანისი) 14:30 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
1792438005
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. კარგი დროა ბიუჯეტის გადასახედად და სამომავლო გეგმების შესადგენად. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.ტყუპებიაქტიური კომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობის დღეა. შესაძლოა საინტერესო წინადადება მიიღოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემომყოფებს - ერთი შეხედვით უმნიშვნელო საუბარმაც კი შეიძლება ახალი იდეა მოგაწოდოთ.კირჩხიბიდღეს ემოციური წონასწორობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. მოერიდეთ კონფლიქტებს და დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ოჯახურ საკითხებში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.ლომითქვენი ენერგია და თავდაჯერებულობა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული ინიციატივებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობა არ არის გამორიცხული.ქალწულიდღეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლებელია დიდი ხნის გადადებული საკითხის მოგვარება. ფინანსურ გადაწყვეტილებებში პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინეთ.სასწორიდღეს ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. შესაძლოა ძველ მეგობართან ან პარტნიორთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგეს. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და შეეცადეთ კომპრომისის პოვნას.მორიელიწარსულთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა კვლავ აქტუალური გახდეს. სიყვარულში გულწრფელობა და ნდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კარგი დროა საკუთარი სურვილებისა და პრიორიტეტების გადასაფასებლად.მშვილდოსანიახალი იდეები და საინტერესო შესაძლებლობები მოტივაციას გაგიძლიერებთ. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის, სამომავლო მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალი პროექტების დაწყებაზე ფიქრისთვის. ფინანსურ საკითხებში ზედმეტ ოპტიმიზმს მოერიდეთ.თხის რქადღეს პროფესიული პასუხისმგებლობები წინა პლანზე წამოიწევს. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ. თქვენი ორგანიზებულობა და მოთმინება რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.მერწყულიმთვარე თქვენს ნიშანში იმყოფება, რაც ასტროლოგიური ინტერპრეტაციით დამოუკიდებლობისა და ცვლილებების სურვილს აძლიერებს. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეებისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის.თევზებიდღეს ინტუიციასა და შინაგან განცდებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ. სასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშვიდ გარემოში მიიღოთ. საღამოს დასვენება და ენერგიის აღდგენა დაგეხმარებათ.
1792437639
მისი თქმით, საინტერესოა, შეუნიშავს თუ არა ქარტიას 2021 წლის შემდეგ ჟურნალისტთა მხრიდან ეთიკური გადაცდომა."ამა წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ტელეკომპანიების - „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ – წარმომადგენლებს აკრედიტაცია არ მიენიჭათ. ქარტია აღნიშნულ გადაწყვეტილებას „საგანგაშოდ მიიჩნევს“ და იშველიებს ნოდარ მელაძის მიერ მიწოდებულ არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საპატრიარქომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არ განუმარტა გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული მიზეზი, ხოლო მიმოწერისას მხოლოდ 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარ ინციდენტზე მიუთითა. ქარტიის შეფასებით, აღნიშნულ ინციდენტსა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გაშუქებას შორის პარალელის გავლება უადგილოა, აკრედიტაციის შეზღუდვა კი შეფასებულია დისკრიმინაციულ დამოკიდებულებად და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დაუსაბუთებელ ხელშეშლად.საინტერესოა, ნუთუ ქარტიას 2021 წლის შემდეგ ჟურნალისტთა მხრიდან არანაირი ეთიკური გადაცდომა არ შეუნიშნავს? ნუთუ არ გასცნობია ვიდეომასალებს, რომლებშიც ასახულია სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტების სადავო ქცევა, მათ შორის, ღვთისმსახურების დროს მათი შეწუხების და დადგენილი წესების უგულებელყოფის შემთხვევები?პირველ რიგში, სჯობდა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ჟურნალისტთა ეთიკაზე გაემახვილებინა ყურადღება და საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიზეზები უფრო გულდასმით შეესწავლა. თუკი ნოდარ მელაძის პოზიციით დაინტერესდა, შეენარჩუნებინა ობიექტურობა, შესაბამისი განმარტებები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგანაც მოეთხოვა და მხოლოდ ცალმხრივად, ერთ წყაროზე დაყრდნობით არ გაევრცელებინა თავისი „საგანგაშო“ განცხადება.აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების საფუძველი იყო ზემოხსენებული ტელეკომპანიების წარმომადგენელთა მხრიდან საეკლესიო დღესასწაულებზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა. მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, ჟურნალისტები თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, მიკროფონებით და კამერებით ტაძრის ეზოში მისდევდნენ მსახურებისთვის მისულ სასულიერო პირებს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება არ გულისხმობს უფლებას, დაარღვიოს ღვთისმსახურების წესი, უგულებელყოს სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა უფლებები და უპატივცემულოდ მოეკიდოს მათ, რისი მაგალითიც, სამწუხაროდ, არაერთხელ ვიხილეთ ხსენებული ტელეკომპანიების მხრიდან.სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იყო არა საზოგადოებისთვის ინფორმაციის შეზღუდვა და ჟურნალისტებისათვის მუშაობაში ხელშეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მორწმუნეთა ინტერესების დაცვა.საინტერესოა, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას თავისი მისია შემდეგნაირად აქვს დეკლარირებული: „პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება“. ქარტიას რომ სათანადო ყურადღება დაეთმო იმ საქმიანობისთვის, რომელიც თავად აქვს ოფიციალურად გაცხადებული, შესაძლოა, ჟურნალისტთა პროფესიული ქცევის თვალსაზრისით, ვითარება იმ „საგანგაშო“ მდგომარეობამდე არც მისულიყო, რომელიც დღეს არაერთ საეკლესიო დღესასწაულსა თუ ღონისძიებაზე იჩენს თავს.კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ქარტიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტების განხილვა მასში შესული განცხადებების საფუძველზე. საპატრიარქოს აღნიშნულ საკითხებზე ქარტიისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა ინტერნეტსივრცეში უხვად მოიპოვება სხვადასხვა წელს გადაღებული ისეთი სიუჟეტები და ვიდეომასალა, რომლებიც ჟურნალისტთა ქცევასთან დაკავშირებით საფუძვლიან კითხვებს აჩენს.რაც მთავარია, ქარტიის პირველი პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, პატივი სცეს სიმართლესა და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო მეოთხე პრინციპი ინფორმაციის მოპოვებისას სამართლიანი და კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. საინტერესოა, რატომ არ ხდება ამ პრინციპების გათვალისწინება მაშინ, როდესაც საქმე სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტთა ქცევის შეფასებას ეხება?!გარდა ამისა, ქარტიის დეკლარირებული საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო-შემეცნებით მუშაობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციას. სწორედ ამ მისიის შესრულება იქნებოდა გაცილებით სასარგებლო პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, ვიდრე საკითხის არასრულყოფილად შესწავლის საფუძველზე საპატრიარქოს მისამართით დისკრიმინაციის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ბრალდების წამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზაციის საქმიანობის არსი პროფესიული ეთიკის დაცვა და მიუკერძოებლობა უნდა იყოს. ამის ნაცვლად კი ის ისე აკეთებს კატეგორიულ შეფასებას, რომ სათანადო ყურადღებას არ უთმობს მეორე მხარის, ამ შემთხვევაში – საპატრიარქოს – არგუმენტებს.ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღნიშნული მიკერძოებული განცხადება გვაფიქრებინებს, რომ ორგანიზაცია გადაქცეულია ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ. ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება ის გულისხმობდეს პროფესიული ეთიკის დარღვევებზე თვალის დახუჭვას ან ჟურნალისტების პასუხისმგებლობისგან უპირობო გათავისუფლებას.შესაბამისად, როდესაც ჟურნალისტური ეთიკის დაცვისკენ მოწოდებული ორგანიზაციის მიუკერძოებლობა და პროფესიული პასუხისმგებლობა თავად ხდება საეჭვო, ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ეთიკის კომისია?!“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
1792435443
"შაჰედი" ფაქტობრივად პირდაპირ ადამიანებს – ჩვეულებრივი კაფეს მახლობლად მდებარე პარკს დაესხა თავს. აბსოლუტური სისასტიკეა. ექვსი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის არიან ბავშვები. დაღუპული გოგონა ანგელინა, რომელიც პირდაპირ საბავშვო ეტლში მოკლეს, სულ რაღაც წელზე ცოტა მეტის იყო – ის 2025 წლის აგვისტოში დაიბადა. დედამისს ინნა ერქვა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა... კიდევ ერთი დაღუპული გოგონა 11 წლის იყო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კიდევ ექვსი ბავშვია", - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება "შაჰედების" და რაკეტების ჩამოგდებაში, რუსული თავდასხმების შეჩერებაში."ეს საშინელი ფოტოებია, მაგრამ მათ უკან დამსხვრეული ცხოვრება და ამ ომის შესახებ სიმართლე იმალება. ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლეები. უკრაინას საჰაერო თავდაცვა გვჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთთან ფულზე ვიფიქროთ, სანამ ის უაზრო ომს აგრძელებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მან მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დარჩენისკენ იქამდე, სანამ მკვლელობები არ შეწყდება."ჩვენ ვთხოვთ ამერიკას, იყოს ძლიერი, ჩვენ ვთხოვთ, რომ ლინდსი გრემის აქტი ამოქმედდეს. ჩვენ ვთხოვთ ევროპას, გააგრძელოს მხარდაჭერა. ჩვენ ვთხოვთ, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტის თქმით, უკრაინას მშვიდობა სურს, რუსეთი კი მკვლელობების გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს."მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს ომის შესაჩერებლად. ეს ძალა საბოლოოდ უნდა იქნეს გამოყენებული - მკვლელების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1792431105
მისი თქმით, ეს არის აპოლიტიკური ბრძოლა.“ღალატის პროცესი! ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სიტყვით, ზუსტი მნიშვნელობით შევაფასოთ ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის განხილვა 2 დღეში დაიწყება. სიტყვას აქვს ძალა! ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია. ამიტომ არანაირი სხვა სახელი - ამას ჰქვია ღალატის პროცესი.ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ მომხდარი აგრესია და ოკუპაცია ბრალდება ჩვენსავე სახელმწიფოსციტატა მაგალითისთვის: “2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.”“2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შემოიღო სახელმწიფო მმართველობა და დააფუძნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.”“აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…”მეგობრები (დასავლეთი) ცხადდებიან მტრებად;რუსეთის პოლიტიკის კრიტიკა ისჯება;უკრაინის პოზიციების დაცვა ისჯება;ციტატა მაგალითისთვის: “ამასთანავე, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა და მას განცხადებებით თავს ესხმოდა. მეტიც, 2023 წლის ივლისში უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ელჩს უკრაინაში ქვეყანა დაატოვებინა. არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ფაქტებისგან პირდაპირ, ნათლად და მყისიერად გამიჯვნისგან ამჯერადაც თავი შეიკავეს.”პოლიტიკური ბრძოლა იკრძალება;საბჭოთა ერთპარტიული სისტემა კანონდება;ეს არის ფაქტები ამ საკონსტიტუციო სარჩელიდან. შესაბამისად, ამას ეწოდება ერთადერთი რამ - ღალატის პროცესი!;პ.ს. დიდი მადლობა ვახო სანაიას სისტემის რყევისთვის და მხარდაჭერა მის ოჯახს, განსაკუთრებით ჩემს მეგობარ სანის”, - წერს ელენე ხოშტარია.
1792427580
"სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი”, - აცხადებს კობახიძე.კობახიძე “რადიო თავისუფლებას“ მის უახლოეს გეგმებზეც ესაუბრა და უთხრა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს."სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა კობახიძემ. მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.კობახიძის წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლე დარჩა, ორი ადგილი კი ვაკანტურია.
1792422402
ბიზნესის მართვისას საჭიროებები მუდმივად იცვლება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების გადადგმა, ზრდასთან ერთად - დამატებითი რესურსების მოძიება, ყოველდღიურ საქმიანობაში კი - დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება. ახალი შესაძლებლობების გაჩენისას ბიზნესს სწრაფი მოქმედება სჭირდება, განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი - ცოდნა, შესაბამისი ინსტრუმენტები და მხარდაჭერა.სწორედ ამ საჭიროებებს ეხმიანება კამპანია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მათზე მორგებული შესაძლებლობები აღმოაჩინონ.საქართველოს ბანკის ბიზნესეკოსისტემა აერთიანებს ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, ციფრულ ინსტრუმენტებს, ბიზნესის მართვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და მხარდამჭერ პროგრამებს."ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულების ერთიან მიდგომას გამოხატავს. კამპანიის მიზანია, მეწარმეებს შეახსენოს, რომ თითოეული გამოწვევისა თუ ახალი მიზნისთვის ბანკში შესაბამისი ინსტრუმენტი, რესურსი ან მხარდაჭერის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, როდესაც ბიზნესს გაყიდვების ზრდა სჭირდება, მას საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი შეუძლია გამოიყენოს; განვითარების ახალი ეტაპისთვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად ხელმისაწვდომია სრულად ციფრული, აგრო ან ბიზნეს დაფინანსება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებისთვის ბიზნესს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი, ხოლო გადახდების მართვისთვის - ბიზნეს მენეჯერის შესაბამისი ინსტრუმენტები შეუძლია გამოიყენოს; ბიზნეს 360° კი მეწარმეებს ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს კი მცირე ნაწილია იმ ერთიანი ეკოსისტემისა, რასაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ვქმნით”, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.საქართველოს ბანკის ბიზნესზე ორიენტირებული პროდუქტებისა და ინიციატივების შესახებ გაიგეთ მეტი: https://bankofgeorgia.ge/ka/business
ადვოკატი აცხადებს, რომ სასტიკად სცემეს პატიმრებს, რომლებმაც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს
1791198919
8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791402510
მიხეილ სააკაშვილი - ბორია მოდი აქ! მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!
1791276056
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791489503
პროექტზე "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება - პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება
1791360098