ვერძი

ყურადღება მიაქციეთ, რას და როგორ აკეთებთ და შესრულებული სამუშაო გულდასმით შეამოწმეთ. საღამოს მოსალოდნელია ზარი ან შეტყობინება ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანი არ გინახავთ. ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, თქვენთან დაახლოების საშუალება არ მისცეთ.

კურო

ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი დამრიგებელი გახდეს და მოძრაობის მიმართულება გიკარნახოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ.

ტყუპები

გირჩევთ, ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გადაიტანოთ. არ არის საჭირო მომავალზე ფიქრი, როცა თავზე დაუსრულებელი საქმეები გაყრიათ. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ.

კირჩხიბი

თავი შეიკავეთ კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სტუმრების მიღებისგან, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. პირად ცხოვრებაში საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ.

ლომი

კარგი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად. ამ ადამიანების მხარდაჭერით, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. მათ იციან, რომ ჭკვიანი, საქმიანი და შრომისმოყვარე ხართ და ბევრი რამ შეგიძლიათ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ ვიღაც თქვენთვის ხელის შეშლას ეცდება.

ქალწული

ზოგ ქალწულს რომანტიკული ნაცნობობა ელის, რომელსაც საინტერესო გაგრძელება ექნება. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ, თუმცა დამნაშავე თავად იქნებით.

სასწორი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს რაღაც ისეთი გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. ასეთ დროს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იქნება - დაფიქრდით, იქნებ თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, ვისაც თქვენი მოსმენა და რჩევის მოცემა შეუძლია.

მორიელი

ნუ მოჰკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიათ, რადგან ეს მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ზოგადად, გადაღლა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს.

მშვილდოსანი

ხანდახან გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენი ნერვების მოშლას და მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობს. ყველაფრის მიუხედავად, კრიტიკულ სიტუაციებში კონცენტრირებას და აქტიურად მოქმედებას შესანიშნავად ახერხებთ.

თხის რქა

იმ ადამიანთან, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

მერწყული

მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც საქმიან თუ პირად ცხოვრებაში საბედისწერო იქნება. დროა, წარსული შეაფასოთ და მომავალი დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები რეალობას და შესაძლებლობას შეუთავსოთ.

თევზები

საქმიან ქაღალდებთან და სამთავრობო უწყებებთან მუშაობა ნაყოფიერი იქნება, მაგრამ არც დასვენების შესახებ დაივიწყოთ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას - ეს შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.