ვერძი

ნუ ჩაიკეტებით სახლში, გადით ბუნებაში ახლობელ ადამიანებთან ერთად, ამგვარი დასვენება ძალების აღდგენაშიც დაგეხმარებათ და განწყობასაც გამოგიკეთებთ.

კურო

ნუ იჩქარებთ საკუთარი აზრის გამოხატვისას, თქვენი შესაშური დიპლომატია და მოთმინების უნარი დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ როგორც საქმიან, ასევე, საოჯახო საკითხებში.

ტყუპები

დატკბით ცხოვრებით, სამყარო დღეს თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია. განიტვირთეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, სასიკეთოა, ასევე მოგზაურობა.

კირჩხიბი

შესაძლოა, შფოთმა შეგიპყროთ. მეტად დაისვენეთ, შემოიფარგლეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეებით და საღამო ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

ლომი

ნუ აჰყვებით კონფლიქტებსა და პროვოკაციებს გარშემომყოფების მხრიდან, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაალაგეთ პირადი ცხოვრება და დაზოგეთ დრო და ენერგია, ნუ შეეცდებით სხვების პრობლემების მოგვარებას.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. იმუშავეთ გუნება-განწყობის ამაღლებაზე, გახსოვდეთ, რომ მეგობრები მუდამ მზად არიან თქვენს მოსასმენად და დასახმარებლად.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, შესაძლოა, გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი, რაც შემდეგ თქვენს განწყობაზეც მნიშვნელოვნად აისახება. მეტი გაგებით მოეკიდეთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.

მორიელი

ნუ იქნებით ორიენტირებული მხოლოდ შეგრძნებებზე, მოუსმინეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, დააკვირდით სიტუაციას, გააანალიზეთ რა არის საჭირო ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენისთვის.

მშვილდოსანი

მეტი დრო დაუთმეთ პირად საკითხებს, გეჩვენებათ, თითქოს ყოველ თქვენს ნაბიჯს აკონტროლებენ. იყავით თავშეკავებული და ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება.

თხის რქა

ახლა ინიციატივის გამოჩენისა და აქტიურობის დრო არ არის, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ.

მერწყული

ახლა საყიდლებისთვის საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ არის, დღეს, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საბუთებთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე და საჭესთან.

თევზები

მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს, მთავარია, საკუთარი თავის რწმენა! ნუ მოინდომებთ ყველა საქმესთან ერთიანად შეჭიდებას, დაზოგეთ ძალები და მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.