ვერძი: ელოდეთ მცირეოდენ ფინანსურ შემოსავალს. სასურველია, ფულის ეკონომია და ხარჯების შემცირება.

კურო: საქმიანი შეხვედრები კარგად ჩაივლის. ერიდეთ ავანტიურულ წინადადებებს.

ტყუპები: საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები სამსახურებრივ წინსვლას გპირდებათ.

კირჩხიბი: წარმატებას ელოდეთ პროფესიულ სფეროში, მაგრამ იყავით ყურადღებით და გაითვალისწინეთ ყოველი წვრილმანი.

ლომი: არის გაუთვალისწინებელი ფულადი დანახარჯების ალბათობა. იყავით ფრთხილი და მოზომილად იმოქმედეთ.

ქალწული: საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო პირადი ურთიერთობებისთვის.

სასწორი: თქვენი გამჭრიახობის წყალობით, შანსი გაქვთ, მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები.

მორიელი: ელოდეთ მნიშვნელოვან შეკვეთას და მოგებიან პროექტში მონაწილეობის შემოთავაზებას.

მშვილდოსანი: დადებული ხელშეკრულებები და საქმიანი კავშირები წარმატების მომტანი იქნება.

თხის რქა: სანამ შემოთავაზებულ წინადადებას მიიღებთ, კარგად გაარკვიეთ, რას მოგიტანთ რეალურად ეს საქმე.

მერწყული: თქვენი კრიტიკული განწყობა და ზედმეტად მკაცრი მიდგომა ართულებს თანამოაზრეებისა და სპონსორების მოძიებას.

თევზები: არის ალბათობა, მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი. შესაძლოა, მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ დამატებითი ხელფასი.