აშშ-ში ძლიერი შტორმის და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა. 

გარფილდის ოლქში ხილვადობის გაუარესების შედეგად ოკლაჰომაში ერთი ადამიანი დაიღუპა. მისისიპის შტატში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა ძლიერი ჭექა-ქუხილის და ტორნადოების შემდეგ, სამი ადამიანი უოლთოლის ოლქში დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი კი კოვინგტონის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ორივე ოლქში ასევე იტყობინებიან რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

მისისიპის შტატს ორი ტორნადო დაატყდა თავს, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აპირებს დაზიანებების დათვალიერებას და საბოლოო დასკვნის გაკეთებას მომხდარის შესახებ.

ოფიციალური პირების თქმით, ნანგრევების გატანის სამუშაოები გრძელდება და მალე დაიწყება ზარალის შეფასება.