იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ინფორმაციას Reuters დიზაინერის ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაკრძალვა რომში 23 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. 

ვალენტინო გარავანი 1932 წლის 11 მაისს იტალიის ქალაქ ვოგერაში დაიბადა.

1959 წელს მან რომში დააარსა საკუთარი მოდის სახლი Valentino, რომელიც სწრაფად გახდა იტალიური მაღალი მოდის სიმბოლო. მის კლიენტებს შორის იყვნენ ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, სოფია ლორენი, ასევე სამეფო ოჯახის წევრები და ჰოლივუდის ვარსკვლავები. ექვს მსახიობს ოსკარის მოგებისას Valentino-ს კაბები ეცვა. 2007 წელს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და მოდის ბიზნესი დატოვა, თუმცა მაღალი მოდის სიმბოლოდ დარჩა.