ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის. სადაა მშვიდობის მქადაგებელი "ქოცრეჟიმი"?, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას პატივი უნდა სცეს და მოსალოდნელ საფრთხეებზე პოზიცია დააფიქსიროს.

"ისრაელის ნავთობმომარაგების მესამედი გადის, არც მეტი, არც ნაკლები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ეს მილსადენი, რომელიც 3 სახელმწიფოზე - აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის. აზერბაიჯანმა და თურქეთმა განცხადებები გააკეთეს.

რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ - სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?", - წერს ნიკა გვარამია.

ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ის მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის.