ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაღუპულია და მისი ცხედარი ნაპოვნია, – ამის შესახებ უცხო მედია ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

იქამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა - "არსებობს ნიშნები, რომ აიათოლა ალი ხამენეი დარტყმის შედეგად მოკლეს".

დაბომბვის შედეგად ხამეინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.