თემირლანი ქუჩაში, ქუჩის ღლაპებს არ მოუკლავთ, თემირლანი იმ პროკურატურამ მოკლა, ვისზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. თემირლანი სასამართლო სისტემამ მოკლა, თემირლანი სახელმწიფომ ხელისუფლებამ მოკლა და არა მარტო თემირლანი, თამარ ბაჩალიაშვილიც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.

"ამ ქალბატონის საცოდაობით სული მტკიოდა. დარწმუნებული ვარ დღეს ამ ქალბატონის სული რამდენადაც დამშვიდება, მაგრამ შვილს ვერ დაიბრუნებს, ის ტკივილი კი სამუდამოდ გაჰყვება.

რომ წავიკითხე მისი კომენტარი, სადაც პროკურატურას მადლობას უხდის იმისთვის, რომ გამოიძია მისი შვილის მკვლელობის საქმე, ალბათ, ხელისუფლებას უხდიდა მადლობას, პროკურატურა ხომ ამ მახინჯი სისტემის განუყრელი ნაწილია. ასე თუ ისე ხომ გამოიძიეს რა მნიშვნელობა აქვს.

აქვე ამ საქმის ირგვლივ დამხვდა რამდენიმე კომენტარი, სხვა საქმეს შესახებაც, ერთ ერთი საქმე არის სადაც საუბრობენ თემირლანის საქმე, პატიოსანი და სამართლიანი საზოგადოების ნაწილს ყველაფერი ახსოვთ, ბევრმაც მიმართა ამ პატიოსან პროკურატურას რატომ არა თემირლანის საქმის გამოძიებაო.

ხოდა მეც გადავწყვიტე მეთქვა ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა.

თემირლანი ქუჩაში, ქუჩის ღლაპებს არ მოუკლავთ, თემირლანი იმ პროკურატურამ მოკლა, ვისზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.

თემირლანი სასამართლო სისტემამ მოკლა, თემირლანი სახელმწიფომ ხელისუფლებამ მოკლა და არა მარტო თემირლანი, თამარ ბაჩალიაშვილიც. ამიტომაც მეგობრებო, ამ 2 მკვლელობას და სასტიკ დანაშაულს ვერ გამოიძიებენ, ერთს ხელყუმბარა ჩაუდგეს გამთენიისას ლოგინში, მეორეს კი ავტომობილი ჩაუდეს ტყეში. ასეა ეს, იბრძოლე რამდენიც გინდა.

მიხარია ქალბატონო თქვენმა ბრძოლამ შედეგი რომ დადო, გამძლეობას გისურვებთ", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში

პროკურატურამ დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ - ისინი წინასწარი ორგანიზებით, სხვადასხვა პირებზე ძალადობდნენ და აღნიშნულს მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებდნენ.