ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 75 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ამერიკელების, კანადელების და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება.

ისინი კვლავ ხაზს უსვამენ საჭიროებას, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ განავითაროს თავისი სტრატეგიული ავტონომია და ინვესტირება მოახდინოს მის თავდაცვაში და რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ალიანსი ძლიერი“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.