მოლდოვაში ოლიგარქს და ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერს ვლადიმერ პლახოტნიუკს თავისუფლების 19 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

პლახოტნიუკი დამნაშავედ ცნეს ქურდობაში თანამონაწილეობაში. გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება მის მონაწილეობას მოლდოვის ბანკებიდან ერთი მილიარდი ევროს მოპარვაში.

პროკურატურა მაქსიმალურ სასჯელს, 25 წლით პატიმრობას ითხოვდა.

პლახოტნიუკის ექსტრადირება საბერძნეთიდან კიშინეუში 2025 წლის სექტემბერში განხორციელდა.