პოლონეთში, მესკოს იარაღის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 59 წლის მამაკაცი დაიღუპა.

აფეთქების დროს ცენტრში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა გასვლა მოასწრო, ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჯერ უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.