რუმინეთის პარლამენტმა პროევროპელი პრემიერ-მინისტრის ილე ბოლოჯანის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. 

გადაწყვეტილებას 281-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საჭირო იყო 233. ოთხმა წინააღმდეგ მისცა ხმა, სამი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.

კენჭისყრის ინიციატორები სოციალ-დემოკრატიული და ულტრამემარჯვენე პარტიები იყვნენ.

რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი მმართველი კოალიციის დაშლის შედეგად დაიწყო. 23 აპრილს მთავრობა დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის შვიდმა წევრმა.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობის მხარდაჭერაზე უარი თქვა და პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა. ისინი პრემიერს ქვეყნის „ეკონომიკის განადგურებაში“ ადანაშაულებენ.

ახლა რუმინეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა წარადგინოს. თუ პარლამენტი ორჯერ უარყოფს კანდიდატებს, პრეზიდენტს შეეძლება პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.