საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭისყრა დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე, პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანება" იმარჯვებს.

Ifop-ის შედეგებით, პარტია "ეროვნულ გაერთიანებას", რომლის ლიდერი პრორუსი მარინ ლე პენია, 34,2%-იანი მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილზეა "სახალხო ფრონტი" 29,1%-ით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი კი მესამე ადგილზე 21,5%-ით.

Elabe-ის მიერ BFMTV, RMC და La Tribune-სთვის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით კი "ეროვნულ გაერთიანებას" 33%-ზე ნაკლები აქვს, "სახალხო ფრონტმა" მიიღო - 28,5%, მაკრონის კოალიციამ კი - 22%.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 21-ე საუკუნეში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და 69,7% შეადგინა.

თუ "ეროვნული გაერთიანება" მეორე ტურში იგივე მხარდაჭერას მიიღებს, საფრანგეთის პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შემდეგ საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა.