პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.

"პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა!" - წერს გერმანიის ელჩი.

ესპანეთთან მატჩით საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.