ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა თეთრი სახლის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან არ უნდა ჰგავდეს "ვასალს და იმპერატორს შორის შეხვედრას“.

"ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი და ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმების საგანი. როგორც კი ამას ქვედა დონეზე დავასრულებთ, მზად ვართ, შევხვდეთ დონალდს და ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ "ქედი მოიდრიკოს და რამე ითხოვოს“ ვაშინგტონისგან.

"სიმართლე არ არის, რომ მე მწვავს სურვილი, ვესტუმრო შეერთებულ შტატებს და ხელი ჩამოვართვა დონალდ ტრამპს. მე არ ვარ ვოლოდია ზელენსკი, რომელიც დონალდ ტრამპთან გაიქცევა და ფულს ან იარაღს ითხოვს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.