აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანს კიდევ ერთხელ დაბომბავს.

"ამაზე ვფიქრობთ და შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ. მართლა გგონიათ, რომ გეტყვით, ვაპირებ თუ არა ამის გაკეთებას? არსებობს იმის ალბათობა, რომ ირანს კიდევ დავბომბავ. ასევე არსებობს იმის ალბათობაც, რომ მივაღწიოთ კარგ, დიდებულ, შესანიშნავ შეთანხმებას. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ პრობლემა ისაა, შეასრულებენ თუ არა ისინი ამ შეთანხმებას.

შეიძლება, მომიწიოს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საბოლოოდ დასრულება. ან იქნებ შეთანხმებას მიაღწიონ. დარწმუნებული არ ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა ტრამპმა.