აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს "ქრისტიანები სძულს“.

როგორც ტრამპმა განმარტა, სროლის მოტივი რელიგიური შინაარსის იყო.

"ეს კაცი ავადმყოფია. მის მანიფესტს როცა კითხულობ, ხვდები — ქრისტიანები სძულს. ეს ნამდვილად ასეა. ეს ეხება რელიგიურ საკითხს, ანტიქრისტიანულს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ძმამ ნიუ-ლონდონის პოლიციას წინასწარ აცნობა მისი განზრახვის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურამდე დროულად არ მისულა.

"ვისურვებდი, ამის შესახებ ცოტა ადრე შეგვეტყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.