აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მშვიდობა არ იქნება, თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნება.

მისი თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება მშვიდობისთვის აუცილებელი მიღწევაა.

"იმ ადამიანებისთვის, ვინც ამბობს, რომ მშვიდობა სურთ - მშვიდობა ვერ იქნება, თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნება“, - განაცხადა მან The Atlantic-თან ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონის თავიდან აცილება აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესია.

როგორც მან აღნიშნა, ირანს "ისევ სურს შეთანხმების დადება“ თავის ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის თავდასხმების მიუხედავად.