უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, - ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ალექსეი სიმონენკო ახალი წლის აღსანიშნად ოჯახთან ერთად 10 დღით იმყოფებოდა ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში, რა დროსაც ბიზნესმენისა და დეპუტატის გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.

მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასვენების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

უკრაინული მედია წერს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ.