უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამჟამინდელი დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი იქნება, სახელმწიფო იძულებული იქნება, მშვიდობის მისაღწევად ახალი მექანიზმები მოძებნოს.

უკრაინის შესაძლო სცენარზე პასუხის გაცემისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია რეალისტურად უნდა იქნეს აღქმული, მაგრამ სასოწარკვეთის გარეშე.

"თუ ამა თუ იმ მიზეზით ომის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი ჩაიშლება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მოვძებნოთ სხვა გზა და ისევ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ომი დასრულდეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საჭიროა სხვა გზა მოიძებნოს და ისევ ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს.