29 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა დნიპროში სამოქალაქო ელექტრომატარებელზე თავდასხმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, ცნობილია 13 დაღუპულის შესახებ.

"ტრაგედია დნიპროში. დრონით დარტყმა სამოქალაქო ელექტრომატარებელზე. ბევრი დაიღუპა. უამრავი დაჭრილია“, - წერს ქალაქის მერი ბორის ფილატოვი სოციალურ ქსელში.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქის თაობაზე. მედიკოსები ყველას უწევენ აუცილებელ დახმარებას.

უკრაინის რკინიგზაში განაცხადეს, რომ რუსებმა რკინიგზის სადგურს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს.

|დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ პლატფორმაზე, სადაც ამ დროს იმყოფებოდა მატარებელი № 866 დნეპრი - ზაპოროჟიე. გამოცხადებული მომატებული საფრთხის მიუხედავად, პლატფორმაზე ადამიანები იმყოფებოდნენ. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მტრის თავდასხმის ადგილზე მაშველები, მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.