დღეს, 8 ივლისს, უკრაინაზე დილის თავდასხმების დროს რუსმა ტერორისტებმა სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ტერორისტებმა მასიურად შეუტიეს - კიევს, დნეპრს, კრივი-რიჰს, სლავიანსკს და კრამატორსკს.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო.

"მთელმა მსოფლიომ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი გამბედაობა, რათა საბოლოოდ დასრულდეს რუსული დარტყმები. მკვლელობები არის ის, რაც პუტინს მოაქვს. მხოლოდ ერთად შეგვიძლია დავამყაროთ ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსი ოკუპანტების დღევანდელი თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.