უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 150 100 (+1 190) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 08.11.25-მდე: ტანკები – 11 330 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 544 (+1), საარტილერიო სისტემები – 34 321 (+20), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 538 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 239 (+1), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 78 928 (+250), ფრთოსანი რაკეტები – 3 918 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 66 795 (+72), სპეციალური ტექნიკა – 3 993 (+0).