უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 220 000 (+1 060) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.01.26-მდე: ტანკები – 11 541 (+0), ჯავშანტექნიკა – 23 892 (+7), საარტილერიო სისტემები – 35 973 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 598 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 270 (+1), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 104 421 (+353), ფრთოსანი რაკეტები – 4 155 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 73 742 (+98), სპეციალური ტექნიკა – 4 042 (+3).