უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 372 270 (+1380) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.06.26-მდე: ტანკები – 11 983 (+3), ჯავშანტექნიკა – 24 696 (+12), საარტილერიო სისტემები – 43 397 (+82), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 837 (+5).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 405 (+1), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 585 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 331 818 (+2046), ფრთოსანი რაკეტები – 4 733 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 103 658 (+358), სპეციალური ტექნიკა – 4 253 (+3).