რუსეთის ფედერაცია 2026 წელს არმიაში 400 000-ზე მეტი ჯარისკაცის გაწვევას და მინიმუმ 11 დივიზიის ჩამოყალიბებას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთი წელს ძალების გაზრდას, მან ცალსახად უპასუხა.

"რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. იგეგმება მინიმუმ 11 დივიზიის ფორმირება. და გაგრძელდება გეგმები და ამოცანები, რომლებიც გასულ წელს არ შესრულებულა... იგეგმება 409 000 პერსონალის გაწვევა“, - განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ადამიანური პოტენციალი გაცილებით დიდია, რაც თავის მხრივ მტერს უპირატესობას აძლევს დაკომპლექტებაში.

"ჩვენ ვიცით, რომ მათ 20 მილიონზე მეტი მობილიზაციის პოტენციალი და 4.5 მილიონი გაწვრთნილი რესურსი აქვთ, რომელთა გამოყენებაც მტერს პირდაპირ შეუძლია თავისი დანაყოფების შესავსებად. ეს რა თქმა უნდა, მათ უპირატესობას ანიჭებს დაკომპლექტების კუთხით“, - განაცხადა სირსკიმ.