თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ავტომანქანა გზიდან გადავარდა და დაიწვა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.