უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 334 030 (+1 080) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.05.26-მდე: ტანკები – 11 908 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 503 (+3), საარტილერიო სისტემები – 41 193 (+76), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 765 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 357 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 352 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 306 (+12); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 269 813 (+2 224), ფრთოსანი რაკეტები – 4 579 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 93 556 (+282), სპეციალური ტექნიკა – 4 151 (+0).