უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 239 590 (+880) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.01.26-მდე: ტანკები – 11 619 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 977 (+8), საარტილერიო სისტემები – 36 768 (+20), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 632 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 290 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 119 928 (+694), ფრთოსანი რაკეტები – 4 205 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 76 377 (+58), სპეციალური ტექნიკა – 4 054 (+0).