მუხრანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, რომ მინიმუმ სამი გასროლის ხმა გაიგეს.

"სამი გასროლა იყო, ისეთი ხმა იყო, თითქოს რაღაც დაინგრა. ჩხუბის ხმა არ გაგვიგია, გავიგეთ 4-5 გასროლის ხმა. ერთ-ერთი დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე დატოვეს ერთი, ალბათ უკვე გარდაცვლილი იყო", - აცხადებენ ადგილობრივები. 

მათი თქმით, ორივე მოკლული ერთმანეთის მეზობელია.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა.

მუხრანის ცენტრში ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი დღეს საღამოს 20:00 საათისთვის ჩაცხრილეს.

პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებია.